- ზუგდიდის საჭადრაკო სასპორტო სკოლა “ნონა“-ს მოსწავლემ, საქართველოს სამგზის ვიცე-ჩემპიონმა, ნია კვარაცხელიამ, იტალიის ქალაქ მონტესილვანოში გამართულ მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატზე 8 წლამდე გოგონათა შორის 11 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა და მიენიჭა ფიდეს რეიტინგი კლასიკურ ჭადრაკში.