ნესტან ფიფია და „ძენი დაბნეულნი“


ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის და გამომცემლობა „ინტელექტის“  მხარდაჭერით,  მოეწყო ფილოლოგ ნესტან ფიფიას მონოგრაფიის „ძენი დაბნეულნი“-ს წარდგინება. წიგნი მოგვითხრობს მწერალ ოთარ ჩხეიძეზე და მისი რომანების გამორჩეულ ეტაპებს მოიცავს. 

ავტორის თქმით, ეს არის მისი სადოქტორო ნაშრომი. სამეცნიერო სახით მას ერქვა “მეოცე საუკუნის 90-იანი წლები ოთარ ჩხეიძის მხატვრულ-დოკუმენტური  ქრონიკები“. როცა მონოგრაფიის გამოცემა გადაწყვიტეთ, შესაბამისად, სათაური მხატვრულ -მეცნიერული ხასიათის არის და დავარქვით “ძენი დაბნეულნი“.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=u7hzjfVXmts[/embedyt]

გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი  რედაქტორის ზვიად კვარაცხელიას თქმით, ნესტან ფიფიას მონოგრაფია მნიშვნელოვანი შენაძენია თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის, რადგან ეხება თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ მწერალს ოთარ ჩხეიძეს. ის კარგად აანალიზებს და იკვლევს ამ ტრილოგიას, ვფიქრობ, ამ მხრივ არის ფასეული და მნიშვნელოვანი ნაშრომი.

შეხვედრას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები და ავტორის მეგობრები.