- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ფრაქცია შექმნა. ფრაქციის თავმჯდომარე თეიმურაზ ბასილაიაა. მას ერთი მოადგილე კახაბერ ჩანგელია ეყოლება.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მუნიციპლიტეტის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, ფრაქცია “ოცნებამაც” შექმნა და მისი თავმჯდომარე ირაკლი გოგოხიაა, რომელსაც 6 მოადგილე ჰყავს.
ფრაქცია აქვთ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრებსაც. ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ფარულავაა, მოადგილე კი მალხაზ თორია.