“ნაციონალური მოძრაობა” ქალაქის საკრებულოს გუშინდელ სხდომას აპროტესტებს


დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა გუშინდელი საკრებულოს სხდომის პროცედურულ საკითხებს.  ბრიფინგზე, პარტიის წევრებმა ისუბრეს საკრებულოს გუშინდელი სხდომის პროცედურულ დარღვევებზე. პარტიის წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ სხდომის დასრულების შემდეგ მათ არ უნახავთ საკრებულოს ოქმი, სადაც უნდა ასახულიყო საკრებულოს სხდომის მიმდინარეობა.

მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ იძალადა საკრებულოს წევრებზე, როდესაც დეპუტატებს ძალით ააწევინა ხელი მიღებულ გადაწყვეტილებაზე. წითლიძეს ინფორმაციით, გუშინდელ სხდომაზე საკრებულოს აპარატს ოქმი არ შეუდგენია და საკრებულომ რეალურად არ იცის მიღებულ გადაწყვეტილებას რამდენმა დაუჭირა მხარი. მისი თქმით, ეს არის დარღვევა, რაც ოქმის გაბათილების საშუალებას იძლევა.

დეპუტატი ამბობს, რომ გუშინ, საკრებულოსგან გამოითხოვეს ოქმი, მაგრამ ვერ მიიღეს, ამიტომ ის მოითხოვს ოქმის გასაჯაროებას. „ მას შემდეგ, რაც საკრებულო გაასაჯაროვებს ამ ოქმს, სამართლებრივად „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ოქმს გაასაჩივრებს და იბრძოლებს, იმისთვის, რომ ეს ოქმი გაბათილდეს და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ჩაითვალოს კანონიერად“ – უთხრა ჟურნალისტებს წითლიძემ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=amXhlkpF7lE[/embedyt]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის პოლიტიკურმა მდივანმა თეიმურაზ ბასილაიამ ისაუბრა გუშინდელი საკრებულოს სხდომაზე. მისი განმარტებით, დეპუტატებმა მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომლებსაც თვითონ არ უჭერენ მხარს. „ გუშინ მათ განაჩენი გამოუტანეს საკუთარ ღირსებას, პოლიტიკურ კარიერას და ამავდროულად, ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ასობით საჯარო მოხელეს, რომლებიც ასეთივე პოლიტიკური „მანიპულაციით“ 2014 წელს თვითონ დაასაქმეს, ახლა კი აღარ სჭირდებათ“. თეიმურაზ ბასილაიას თქმით, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილება და ნუ გადაუვლიან საკუთარ პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ ღირსებას.

პარტიაში მიჩნიათ, რომ საკრებულოს გუშინდელი სხდომა „სამარცხვინო“ იყო. მათი თქმით, “გუშინდელ სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილის 12-მა მონამ ქალაქს ჩამორთვა სტატუსი”.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს არ იზიარებენ საკრებულოში. იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოქმი დადგენილი ვადების შემდეგ  გამოქვეყნდება. სარია ამბობს, რომ გუშინდელმა სხდომამ დარღვევევბის გარეშე ჩაიარა. „ყველაფერი ჩატარდა წესის მიხედვით, უბრალოდ ჩვენ ვერ გამოვიჩინეთ ის დონე, რაც აუცილებელი იყო მსგავსი შეხვედრების დროს, მოგვესმინა ერთმანეთისთვის, ჩვენი მოსაზრებები გამოგვეხატა, ამის ნაცვლად, ავირჩიეთ ის გზა, რომელიც მიმართული იყო ჩაშლისკენ, ქაოსისკენ.  მიუღებელია ამ ფორმით მუშაობა“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=YEGK1Fwo5bU[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!