ნარაზენში მიხეილ ლომაიას ქუჩის ტრაფარეტი აღადგინეს


  • დღეს, ნარაზენში,  სოფლის ყოფილი თავკაცის, მიხეილ ლომაის ქუჩის ტრაფარეტი აღადგინეს.

ამ ეტაპისთვის, დამთავრებულია ზუგდიდი-ნარაზენის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. სწორედ, მის პარალელურად, მოხდა მიხეილ ლომაიას ქუჩის ტრაფარეტის აღდგენა.

“ზუგდიდელებს” დაუკავშირდა მიხეილ ლომაიას ოჯახი, რომელმაც გამოხატა მადლიერება რომ ტრაფარეტი გალამაზდა და ისევ დაიდგა იქ, სადაც ის ადრე იყო დამონტაჟებული. ლომაიების ოჯახი მადლობას უხდის  სამეგრელო ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილეს ლუდუკ  (ნუკრი) ხასიას. ოჯახის თქმით, ტრაფარეტის აღდგენა, გზის სამუშაოებთან ერთად, პირად კონტროლზე  ჰყავდა აყვანილი რწმუნებულის მოადგილეს, რადგან სოფლისთვის მოღვაწეთა სახელის უკვდავყოფა  არის სოფლის ღირსების საკითხი და მაგალითი თაობებისთვის. ინფორმაციისთვის, პარალელურად, სოფლის ცენტრში აღდგენილია ასევე შინმოუსვლელთა მემორიალიც.

“ზუგდიდელები”  წერდა, მიხეილ ლომაის ქუჩის ტრაფარეტი, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გარკვეული პერიოდი ჩამოხსნილი იყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!