- სვანეთში მესამე დაკარგული მოზარდის, საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.
მანამდე, დილით, გიორგი ვიბლიანის ცხედარი ნაკრაში, პატარა ჰესთან აღმოაჩინეს. აღდგომის დღეს კი, ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვეს შემთხვევის ადგილის სიახლოვეს.
ხუთშაბათს, 2 მაისს, საღამოს საათებში, “პაჯეროს” მარკის ავტომობილით, სამი არასრულწლოვანი, ჭუბერიდან, ,,მაისობის” დღესასწაულიდან ბრუნდებოდა. ავტომობილი მოცურდა, ხევში გადაიჩეხა და მდინარე ნაკრაში ჩავარდა. ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი, გიორგი ვიბლიანი, რუხის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე იყო.