- რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ “თანაზიარში”, ზუგდიდის სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა კლუბმა, პროექტის “სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოს” ფარგლებში, მხედველობისა და სმენის პრობლემების მქონე მოქალაქეებისთვის უფასო გამოკვლევები ჩაატარა.
ზუგდიდის ყრუ, უსინათლო კლუბის ხელმძღვანლის ნონა კვარაცხელიას განმარტებით, დღეს, 30-მდე ბენეფიციარს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა.
“კლუბში, 100-ზე მეტი ბენეფიციარი გვყავს. ისინი ხშირად იკრიბებიან. კომუნიკაცია აქვთ საზოგადოებასთან. ერთმანეთისგან ინფორმაციას ღებულობენ. საქართველოში, პირველად დაინერგა ქართული ვერსია- ლორნის ანბანი, რომელსაც თანდათანობით სწავლობენ. მომავალში, ვგეგმავთ ჩვენი ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა აქტივობების ჩატარებას”.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის, განვითარების პოლონური თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია “HumanDoc”.