მწნილისა და მურაბის ფესტივალი


14 სექტემბერს, ზუგდიდში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მწნილის და მურაბის ფესტივალი გაიმართება. მოეწყობა მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ფესტივალის სტუმრებს ქუჩის თეატრის მსახიობები – ანიმაციური გმირები გაართობენ. ფესტივალს უკვე უმასპინძლა ბათუმმა და ბახმარომ. ფესტივალს 13 სექტემბერს ოზურგეთი, 14 სექტემბერს ზუგდიდი, 20 სექტემბერს სამტრედია, 21 სექტემბერს ქუთაისი, 27 სექტემბერს გურჯაანი, 28 სექტემბერს  კი თელავი უმასპინძლებს და თბილისში  „თბილისობის” დღესასწაულზე დასრულდება. ფესტივალი ზუგდიდში იუსტიციის სახლის უკან მდებარე პარკში გაიმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.