მძღოლთა მომზადება-გადამზადების ცენტრი “იმედი” თქვენთვის


“ზუგდიდელებთან” საუბრობს შ.პ.ს. “მძღოლთა მომზადება-გადამზადების ცენტრ „იმედის“ დირექტორი ზურაბ გულორდავა.

2006 წლიდან, მე და ჩემმა ვაჟიშვილმა ზურიკო გულორდავამ დავაფუძნეთ მძღოლთა მომზადება-გადამზადების ცენტრი “იმედი“. ჩვენი ოფისი მდებარეობს კოსტავას ქუჩა 54-ში, სავაჭრო-საოფისე ცენტრ “კოლხას” მესამე სართულზე. ზურაბი ცენტრის მენეჯერია. თეორიულ სწავლებას ხელმძღვანელობს. უყვარს თავის საქმე და მსმენელებიც ემადლიერებიან.

-ბატონო ზურაბ, „იმედი“ რა სერვიზებს სთავაზობს მოქალაქეებს?

-შ.პ.ს. “მძღოლთა მომზადება-გადამზადების ცენტრი “იმედის” ბაზაზე არსებული ავტო-სკოლა დაფუძნდა 2006 წელს. ავტოსკოლას გააჩნია სასწავლო კლას-კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია საჭირო თვალსაჩინოებებით და ლიტერატურით. გააჩნია სახელმწიფო სტანდარტის ავტოდრომი, სასწავლო მანქანები, ვამზადებთ ყველა კატეგორიის მძღოლობის კანდიდატებს, სწავლება გათვლილია 15-დან 36 კალენდარულ დღეზე. ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მონაცემებით, ავტოსკოლას მინიჭებული აქვს 2014-2015 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის საწარმოებს შორის რეიტინგი „ოქრო“.

-რამდენ ხანში შეიძლება მართვის მოწმობის აღება… და კიდევ… რადგან საჭესთან, ქალი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა,  მძღოლობის მსურველი ქალების რაოდენობა ალბათ გაიზარდა…

-მართვის მოწმობის აღების დრო ინდივიდუალურია. უფრო მეტად მოთხოვნა არის B კატეგორიის მართვის მოწმობაზე, სადაც ქალი კანდიდატების რაოდენობა  საგრძნობლად გაიზარდა, რაც მისასალმებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდების დონე იმდენად დაბალია, რომ მათ კვალიფიკაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვენი ავტოსკოლის კურსდამთავრებულების 80-85%-ი პირველ ცდაზე აბარებს გამოცდას. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც ძირითადად თვითნასწავლ არაკვალიფიციურად მომზადებული მძღოლების ხარჯზე მოდის, რაც ავტოსკოლების რეიტინგზეც აისახება.

-კვალიფიციურად მომზადებული მძღოლი ალბათ, არის გარანტი ნაკლები ავტოსაგზაო შემთხვევების…

-მინდა მოგახსენოთ რამდენიმე ძირითად მიზეზზეც, რაც იწვევეს ავტოსაგზაო შემთხვევებს და ჩრდილს აყენებს ავტოსკოლაში დასაქმებულთა რეპუტაციას. კერძოდ, 2005 წელს, ლიცენზიერებისა და ნებართვების შესახებ, საქართველოს კანონში (მუხლი 6. პუნქტი 25) ავტოსკოლების სავალდებულო ლიცენზირების გაუქმებამ, ხელი შეუწყო უსახური სკოლებისა და რეპეტიტორის ინსტიტუტის აღმოცენებას, რაც პირდაპირ აისახა სწავლების ხარისხზე, ასევე 2007 წელს, ძალადაკარგულად გამოცხადდა მძღოლის პროფესიაში, პროფესიული სტანდარტისა და სასწავლო პროგრამების არსებობა. დღემდე, ძველი შემორჩენილი ლიტერატურით, ვახერხებთ მივაწოდოთ ცოდნა იმ თითო-ოროლა მსმენელს, რომლებიც პროფესიისადმი სიყვარულითა და საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებით თუ მოაკითხავენ ავტოსკოლას. 2014 წლიდან, საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციასთან ერთად, რომლის გამგეობის წევრი მე გახლავართ, ვის არ მივმართეთ, იყო შეპირება, რომ საკითხი მოგვარდებოდა, ამოქმედდებოდა მე-60 მუხლის, პირველი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ავტოსკოლების ქსელის მოწესრიგებას, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. გარდა ამისა, არის პრინციპულად საჭირო საკითხები, რომლებიც აუცილებელ გადაწყვეტას საჭიროებს ამ დარგში. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ასოციაციის მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთაკომიტეტმა  უნდა განიხილოს, არ იქნება იგნორირებული. გარწმუნებთ, რომ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. კვალიფიციური მძღოლების მომზადებისაკენ. კვალიფიციური მომზადებული მძღოლი კი არის გარანტი, ნაკლები ავტოსაგზაო შემთხვევების. გამომდინარე აქედან, აუცილებლად მიმაჩნია, რომ მოხდეს ავტოსკოლების ლიცენზირება, პედაგოგი-ინსტრუქტორების კვალიფიკაციის ამაღლება, საგამოცდო სისტემის სრულყოფა და დაახლოება ევროპულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. უნდა მოხდეს დარგის ერთ საზედამხედველო სივრცეში მოქცევა. საბედნიეროდ, საქართველოში, არიან ძველი და ახალი თაობის პროფესიონალი სპეციალისტები ამ დარგში, რომლეობიც იტყვიან თავიანთ გადამწყვეტ სიტყვას. შეგიძლიათ გვენდოთ. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს უსაფრთხო მოძრაობისთვის გადადგმულ ნაბიჯს.

-წარმატებებს გისურვებთ…

-მადლობა თქვენ.

როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!