მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ,,სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო.

პროდუქტის გაცემის პროცესს მონიტორინგი ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან და საკრებულოს წევრებთან, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს წარმომადგენლებთან ერთად გაუწია.

,,სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში საკვები პროდუქტით ჯამში 425 ბენეფიციარი ისარგებლებს. პროდუქტების გაცემას მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური უზრუნველყოფს.

ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!