მშობლებისა და მოქალაქე აქტივისტების საპროტესტო აქცია ზუგდიდში


  • დღეს, ზუგდიდში, სკეიტ პარკში, 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მშობლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

“სისტემა კლავს- ამ ცხოვრების დედაც”, “დამნაშავე აქ ყველაა”, “ვითხოვთ ამ ამბის დროულ გამოძიებას”, ამ შინაარსის ტრანსფარანტებით გამოხატეს მოქალაქეებმა პროტესტი.

აქციაზე, სამოქალქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის” თავმჯდომარემ ციცინო შენგელიამ განმარტა, რომ აქციის მთავარი მიზანია, სისტემა და ინსტიტუციები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, გამართულად უნდა მუშაობდეს იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ ქვეყანაში თავი იგრძნოს დაცულად და თითოეული ადამიანის ღირებულება უნდა იყოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. “ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. აქ არამხოლოდ ერთი გამომძიებლის, რომელმაც თითქოსდა დაკითხა ეს ბავშვი, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვინც იმ მომენტში იმ ოთახში იმყოფებოდა და არაფერი არ მოიმოქმედა იმისთვის, რომ ეს საზიზღრობა თავიდან აეცილებინა”.

მშობელმა, ნათია ეხვაიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ როგორც მშობელი და დედა თავს გრძნობს დაუცველად. “პოლიცია არ არის ის სისტემა, სადაც უნდა ხდებოდეს გარკვეული სახის ძალადობა, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება მოზარდს. მინდა, რომ პოლიციელმა დაიცვას ჩემი შვილი და პოლიციაში თავს გრძნობდეს დაცულად”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!