მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრთა გადაყვანის შეღავათიანი ტარიფების ჩამონათვალს ავრცელებს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის შეღავათიანი ტარიფების ჩამონათვალს ავრცელებს.

ზუგდიდს მუნიციპალური ტრანსპორტის ინფორმაციით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 50 % -იანი ფასდაკლებით იმგზავრებენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სასწავლებლების სტუდენტებისათვის (სასწავლებლის მომართვის საფუძველზე) 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირების 50%-იანი ფასდაკლებით იმგზავრებენ.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის მგზავრობა უფასოა.

0-10 წლამდე ბავშვებისათვისაც მგზავრობა უფასოა.

სკოლის მოსწავლეები 50%-იანი ფასდაკლებით მგზავრობენ.

სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის 50% – იანი ფასდაკლებით სარგებლბენ.

საპატიო ზუგდიდელებისათვის მგზავრობა უფასოა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twelve + 15 =

Akismet ანტისპამი