- ზუგდიდის მუნიციპლური ტრანსპორტის ინფორმაციით, ახალგაზრდები ავტობუსში სკამებზე წერით ერთობიან.
“სკამების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტები რომელიც #1 ავტობუსში სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ძირითადად არასრულწლოვნები ჩადიან.
შეგახსენებთ, რომ დაზიანებული ავტობუსის მოწესრიგება/რეაბილიტაცია იწვევს მარშრუტის გაცდენას, რომელსაც ჩვენი თანაქალაქელები მოსაცდელებთან ელოდებიან.
გავუფრთხილდეთ და ერთად დავიცვათ სისუფთავე და კომფორტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში.”-აღნიშნულია მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.