- დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქართული ენის დღისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად, მუზეუმში ორ ინტერაქტიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო.
„გახდი ძველი ქართული ანბანის მკვლევარი“. იმოგზაურე უძველეს ქართულ კულტურაში, აღმოაჩინე მხედრული, ნუსხური და ასომთავრული დამწერლობის საიდუმლოებები.
“სააღდგომო ტრადიციები დადიანების სასახლიდან“. გაიგე, როგორ ზეიმობდნენ აღდგომას სამეგრელოში, რით იყო გამორჩეული დადიანების ტრადიციები და როგორ იცავდა სამთავრო ოჯახი სულიერ ღირებულებებს.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (1 კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით).