- დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამების სეზონი, რომლის მიზანია მუზეუმის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების ჩართვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებში.
მუზეუმი გთავაზობთ ახალ პროგრამას: ქართული ფულის ისტორია “კოლხური თეთრი”.
მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.
მოსწავლეები მოისმენენ პრეზენტაციას თემაზე: ქართული ფულის ისტორია
პრაქტიკულ ნაწილში ლუპის საშუალებით დააკვირდებიან, შეისწავლიან და გაარჩევენ ქართულ მონეტებს.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე: 595 28 76 76.
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (მე-5 კლასიდან).
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.
პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.
დრო: სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით.10:00-17:00 სთ.
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1.
