- 24 აგვისტოს, 18:00 საათზე, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში უმასპინძლებს პროფესორ გიორგი კალანდიას ლექციას – ,,ლევან მე-2 დადიანის სტილი ქართულ მოდაში“.
ღონისძიება ტარდება შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.