მუზეუმის დირექტორს, დავით არსენიშვილის სახელობის პრემია გადაეცა


  • დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით არსენიშვილის სახელობის პრემია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორს ანზორ ოყუჯავას.

“მუზეუმების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზეიმოდ გახსნა ხელოვნების მუზეუმის განახლებული შენობა ლევან ლაღიძის მასშტაბური გამოფენით და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორედ გასცა სხვადასხვა სამუზეუმო პრემია, კერძოდ:

“აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელობის პრემია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, გულნაზ ბარათაშვილს;

აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია საარქივო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური ფილიალის დირექტორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, მერაბ კეზევაძეს;

აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას სახელობის პრემია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა ეთნოგრაფ თეა აბრამიძეს;

დავით არსენიშვილის სახელობის პრემია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორ ანზორ ოყუჯავას;

აკაკი ჭანტურიას სახელობის პრემია გადაეცა ეთნომუსიკოლოგ ქეთევან ბაიაშვილს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!