მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი

  • როცა ალკოჰოლური სასმელის ფასი წარმოუდგენლად ძვირია, ბუნებრივია კითხვა დაგებადოთ, თუ რატომ. ამ სასმელების მაღალი ფასი კი მისი ინგრედიენტების იშვიათობითა და ექსკლუზიურობით აიხსნება.
    გადახედეთ სიას, რომელსაც THERICHEST აქვეყნებს და გაიგეთ რამდენადაა შეფასებული მსოფლიოს უძვირესი სასმელები.

Vieille Bon Secours Ale – 1 200 დოლარი 8-პოცენტიანი 10-წლიანი დაძველების ლუდის მწარმოებელი ბელგიაა, 1995 წლიდან და სასმელი მხოლოდ 12-ლიტრიან ბოთლებში ისხმება. მსოფლიოში სულ რამდენიმე ბარი სათავაზობს მომხმარებელს ლუდის დაგემოვნების საშუალებას. ერთ-ერთია ლონდონური ბარი BIERDOME.

The Winston Cocktail – 14 000 დოლარი დიახ, მხოლოდ ერთი კოქტეილის ფასია $14 000. ფასი ინგრედიენტების ექსკლუზიორობიდან გამომდინარეობს. კოქტეილის შემადგენლობაშია: COGNAC CROIZET 1858 CUVEE LEONIE, GRAND MARNIER QUINTESSENCE, CHARTREUSE VIELLISSEMENT EXCEPTIONELLEMENT PROLONGÉ, ANGOSTURA BITTERS.

Legacy by Angostura – 25 000 დოლარი მსოფლიოში ყველაზე ძვირაფასი რომი, 17 წლის დაძველენით, რომლის თითო ბოთლს ბროლის თავსახური მოჰყვება სპეციალურად კომპანია ASPREY’S დიზაინით.

Château d’Yquem – 130 000 დოლარი მის გემოს ადარებენ კრემ ბრიულეს და ღვინის ექსპერტ რობერტ პარკერის მიერ უნაკლო ღვინოდ არის წოდებული. ღვინის მწარმოებელი CHÂTEAU D’YQUEM უკვე 300 წელია, რაც ბორდოში ღვინის ინდუსტრიაში ლიდერობს.
Penfolds Ampoule – 170 000 დოლარი $170 000-ია საჭირო საუკეთესო წითელი ღვინის შესაძენად! უნიკალური დიზაინის ბოთლი ძალიან იშვიათი და ძვირფასი ღვინისთვის – 2004 წლის KALIMNA BLOCK 42 CABERNET SAUVIGNON შეიქმნა. მსოფლიოში სულ 12 ასეთი ბოთლია.
Armand de Brignac Midas – 215 000 დოლარი ელიტარული შამპანურის ARMAND DE BRIGNAC MIDAS-ს ყველაზე დიდი 30-ლიტრიანი ბოთლი, ოქროთია დაფარული. Dalmore 62 – 215 000 დოლარი
2002 წელს წარმოებული ვისკი სწრაფად იქცა ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელად. 2011 წელს კი სინგაპურში ერთი ბოთლი Dalmore 62 180 000 დოლარად გაიყიდა. Diva Vodka – 1 000 000 დოლარი შესაძლოა ბრენდი არ გეცნოთ და საერთოდაც სახელწოდებიდან გამომდინარე, არაყი $24-ზე მეტად არც შეგეფასებინათ. თუმცა, სამჯერ გაფილტრული არაყი, ჯერ ყინულში, შემდეგ სკანდინავიური არყის ხის ნახშირში და ბოლოს ძვირფასი ქვებით სავსე ქვიშაში. მაგრამ, სასმელის რეალური ფასი ბოთლიდან გამომდინარეობს. დიზაინში გამოყენებულია SWAROVSKI თვლები.

Henri IV Dudognon Heritage Cognac Grande Champagne – 2 000 000 დოლარი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 1 ლიტრიანი კონიაკის ბოთლი ოქროსა და პლატინისგანაა დამზადებული, რომელიც ბრილანტებითაა გაფორმებული.
Tequila Ley .925 – 3 500 000 დოლარი ტეკილას მაღალი ფასი ისევ ბოთლიდან გამომდინარობს. ყველაზე დაბალფასიანი ბოთლი ოქროსა და პლატინისგაანაა დამზადებული, სასმელის სუფთა ღირებულება კი 225 000 დოლარია. 1,5 მილიონიან ბოთლს ბრილიანტებიც ამშვენებს, 3,5 მილიონიან ბოთლზე კი, ბრილიანტების რაოდენობა 6400-ს აჭარბებს.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.