მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 31 მილიონს გადააჭარბა


  • ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 31 მილიონს გადააჭარბა.

მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსს 961 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა კი 22.6 მილიონს შეადგენს.

კორონავირუსის ყველაზე მეტი – 6.9 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მე-2 ადგილს ინდოეთი 5.4 მილიონი შემთხვევით იკავებს. აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, კოვიდ -19-ის ყველაზე მეტი – 4.5 მილიონი შემთხვევა ბრაზილიაში ფიქსირდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

13 − 13 =

Akismet ანტისპამი