მსოფლიოში კორონავირუსისგან მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა


  • მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით 3.2 მილიონ ადამიანზე მეტია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი – 233 000-ია.

დაინფიციებულთა და დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ დგას, სადაც კორონავირუსის 1 069 534 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 63 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 155 737-ია.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, დაინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი ლიდერობს, სადაც ვირუსის 239 639 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 24 543 და გამოჯანმრთელებულია – 137 984 ადამიანი.

ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული, სადაც კორონავირუსს 27 967 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა – 205 463, გამოჯანმრთელებულთა კი -75 945-ია.

დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე დგას დიდი ბრიტანეთი, სადაც ვირუსს 26 771 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი – 171 253-ია.

167 178 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული საფრანგეთში, გარდაცვლილთა რაოდენობა – 24 376, გამოჯანმრთელებულთა კი – 49 476-ია.

დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ხუთეულშია გერმანია, სადაც ვირუსის 163 009 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 6 623 და გამოჯანმრთელებულია 123 500 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!