მსოფლიოში​ კორონავირუსის 260 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 260 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ახალი რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ზე, ბრაზილიაზე, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე მოდის.

წინა დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 237 743 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა, რაც ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან. გარდა ამისა, ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით მსოფლიოში 7,360 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ასევე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია 10 მაისის შემდეგ.

Worldometers-ის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსით ამ დრომდე სულ 14.4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 600 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. ამჟამად დაავადებულია 5.2 მილიონზე მეტი ადამიანი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.