მსოფლიოს უცნაური ფესტივალები


  • მსოფლიოში უამრავი უცნაური და ეგზოტიკური დღესასწაული თუ ფესტივალი არსებობს, რომელიც უამრავ ტურისტსს იზიდავს და სწორედ თავისი არაორდინალურობით იპყრობს მათ გულებს.

ინდოეთი – ფერების ფესტივალი
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფერების ფესტივალია ინდოეთში. ინდოელები მას სულის განწმენდის რიტუალად თვლიან. მათ ღრმად სწამთ, რომ ამ დროს ბოროტი სული განიდევნება, მათი გულები კი “ფერადოვნებით” ივსება.

ესპანეთი – პომიდვრებით ომის ფესტივალი
“პომიდვრებით ომი”- ასეთი სახელითა ცნობილი ფესტივალი ესპანეთში, რომელიც ყოველი წლის ბოლო ოთხშაბათს პომიდვრების ხელჩართული ბრძოლით გამოიხატება.
ფესტივალის შემდეგ ნაომარი ქალაქის გასაწმენდად სახანძრო მანქანები შეუსვენებლივ მუშაობდნენ. მისი ისტორია შორეული 1944 წლიდან იწყება. ლეგენდის თანახმად, პომიდორს უნიჭო მუსიკოსს ესროდნენ და აძევებდნენ ქალაქიდან.

იაპონია – ლობიოს გაბნევის ფესტივალი
იაპონიაში “ლობიოს გაბნევის” ფესტივალი აღინიშნება ყოველ 3 თებერვალს. რიტუალის თანახმად, ამ დღეს ბოროტი საწყისები განიდევნებიან. ამიტომაც იაპონელები ლობიოს მარცვლებს ქუჩებში აბნევენ და ამით ათავისუფლებენ სულს ბოროტი ზრახვებისგან.

აღნიშნული ფესტივალები, არა მხოლოდ ტრადიციებზე დაფუძნებული რიტუალებია, არამედ ისინი თითოეული მოქალაქის თუ ტურისტის განწყობაზე დადებითად მოქმედებს და ბედნიერების საწინდარად ევლინება მათ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!