- 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე. ინფორმაციას რუსთაველის ეროვნული თეატრი ადასტურებს.
“უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის რუსთაველის ეროვნული თეატრი დღეს! ჩვენი უძვირფასესი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა!”-აღნიშნულია ინფორმაციაში.