მოხალისეობის განვითარების პროგრამა “საქართველოს მოხალისე”


სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციტივით და არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელფინგ ჰენდის“ თანამშრომლობით გაიმართა პროექტის მოხალისეობის განვითარების პროგრამის ” საქართველოს მოხალისე“ პრეზენტაცია. პროგრამაში მონაწილეობს 128 მოხალისე, 64 მუნიცოპალიტეტი, 10 რეგიონალური ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, აშშ-ს მშვიდობის კორპუსი საქართველოში და ტრენერთა გუნდი.

პროექტის ხანგრძლივობა შვიდი თვეა. საქართველოს მოხალისემ, მუნიციპალურმა კოორდინატორმა ირაკლი ჯიქიამ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში,  საქართველოს 63 მოხალისეს ზუგდიდიდან, ექნება თავისი სამუშაო ოთახი,  სადაც დაგეგმავენ  აქტივობებს, ღონისძიებებს  და ლოკალიზაციებს. გვექნება ბორდი და ოცმეთაურებისგან შემდგარი ლიდერთა ჯგუფი.

„ზუგდიდის მოხალისეები ვაპირებთ კარგი და გამართული ინსტიტუციონალური  ორგანო  გვქონდეს. მოხალისეობრივად გამართული. იგეგმება ყოველთვიურად ძალიან ბევრი აქტივობა, რაც ხელს შეუწყობს მოხალისეობის განვითარებას. ამ ეტაპზე, გვაქვს აპლიკაციები, რომლითაც მოხალისეებს ვიწვევთ და შემდგომში ვეცდებით, რომ განვავითაროთ მათი უნარები სხვადასხვა მათვის საინტერესო კუთხით.“-ამბობს ირაკლი ჯიქიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!