მოწყვლადი ჯგუფისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების გაცემა დაიწყო. 

ამავე ინფორმაციით, სასურსათო კალათა მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა 60 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებსა და შინმოვლის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს გადაეცემათ.

“დღეს დავიწყეთ საკვები პროდუქტების გაცემა, რომელიც 700-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა. პროცესი გაგრძელდება და დამატებით 1000-მდე ოჯახს მოვიცავთ. აღნიშნულ პროცესში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

პროდუქტების დაფასოებისა და დარიგების პროცესში აქტიურად არიან ჩართული მერიის თანამშრომლები და მოხალისეები. ბენეფიციარებს საკვებ პროდუქტებს მერის წარმომადგენლები სახლში მიუტანენ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!