“მოჩვენებების სოფელი“ უდაბნოში


ალ მა­და­მი – ასე ჰქვია არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის უდაბ­ნოს მის­ტი­კურ სო­ფელს, რო­მე­ლიც დუ­ბა­ის­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. სო­ფე­ლი ქვი­შის ტალ­ღებ­შია ჩაფ­ლუ­ლი. მას “მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის სო­ფელს“, ასე­ვე “გა­დამ­წვარ სო­ფელს“ უწო­დე­ბენ.
CNN მის­ტი­კურ ად­გილს ასე აღ­წერს – აქ ნა­ხავთ ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ლა­გე­ბულ სახ­ლე­ბის რი­გებს. ასე­ვე, არის ერთი მე­ჩე­თიც. რო­დე­საც სო­ფელ­ში მიხ­ვალთ, ისე­თი გან­ცდა დაგ­რჩე­ბათ, თით­ქოს ადა­მი­ა­ნებს სა­დღაც ეჩ­ქა­რე­ბო­დათ, გარ­ბოდ­ნენ, კარი და ფან­ჯრე­ბი კი ღია დარ­ჩათ.
“მოჩ­ვე­ნე­ბის სოფ­ლის“ სახ­ლე­ბის ნა­წილს კარი და ფან­ჯრე­ბი სა­ერ­თოდ არ აქვს, ნა­წი­ლის კი გა­ღე­ბუ­ლია. ყვე­ლა მათ­გა­ნი ქვი­ში­თაა სავ­სე.
ხალ­ხში უამ­რა­ვი მის­ტი­კუ­რი ის­ტო­რია არ­სე­ბობს ალ მა­და­მის შე­სა­ხებ. ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ბი­ან, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ ეს ად­გი­ლი ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ჯი­ნის გამო და­ტო­ვა. სწო­რედ ამი­ტომ, მას “მოჩ­ვე­ნე­ბის სო­ფელს“ უწო­დე­ბენ. ისი­ნი CNN-თან მოჩ­ვე­ნე­ბას ასე აღ­წე­რენ – “ეს არის ქალი კა­ტის თვა­ლე­ბით, რო­მელ­საც ხელ­ში მა­ჩე­ტე უჭი­რავს.“
“ალ მა­და­მი თით­ქოს რა­ღაც სა­ში­ნელ სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავს“, – წერს ბრი­ტა­ნე­ლი მოგ­ზა­უ­რი და ბლო­გე­რი ვა­ნე­სა ბოლი, რო­მე­ლიც “მოჩ­ვე­ნე­ბის სო­ფელს“ 2019 წელს ეს­ტუმ­რა.
ზო­გი­ერ­თი ფიქ­რობს, რომ სო­ფელ­ში დიდი გან­ძია და­მა­ლუ­ლი. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი კი ყვე­ბა, რომ აქ ძლი­ე­რი ქვი­შის შტორ­მი იყო, რის გა­მოც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ, ტე­რი­ტო­რია და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.
მი­უ­ხე­და­ვად სხვა­დას­ხვა შემ­ზა­რა­ვი ის­ტო­რი­ი­სა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ეს ად­გი­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რე­ბი ალ მა­დამს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არაბ­თა სა­ა­მი­რო­ე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ად­გილს უწო­დე­ბენ და აუ­ცი­ლებ­ლად სა­ნა­ხავ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში შეჰ­ყავთ.
“მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ად­გი­ლი იზი­დავს ტუ­რის­ტებს და ამავდრო­უ­ლად, ის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა მკვლე­ვარ­თათ­ვის“, – ამ­ბობს დუ­ბა­ის ერთ-ერთი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ად­გი­ლის პო­პუ­ლა­რო­ბა იზ­რდე­ბა, ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აქვს არა­ნა­ი­რი გეგ­მა მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.
2018 წელს Sharjah Art Foundation-მა სოფ­ლის ის­ტო­რი­ის და­სად­გე­ნად მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლო პირი გა­მო­კი­თხა.
სხვა­დას­ხვა მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად და­ად­გი­ნეს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, სო­ფელ­ში ეს სახ­ლე­ბი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში აშენ­და, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოა ისიც, რომ ამ სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბამ­დე აქ ცხოვ­რე­ბის­თვის მკაც­რი პი­რო­ბე­ბი არ იყო და უფრო ად­რე­ულ წლებ­ში ქუთ­ბის ტომი ცხოვ­რობ­და.
კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ია­შერ ელ­შეს­ტავ­მა მოკ­ვლე­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­ა­ტა­რა. მან შე­ის­წავ­ლა ის, თუ რო­გორ გა­ნა­შე­ნი­ან­და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო. პრო­ფე­სო­რი წერს, რომ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ამუ­შავ­და სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას ისა­ხავ­და მიზ­ნად და ცხოვ­რე­ბის შე­და­რე­ბით მო­დერ­ნის­ტულ სტილ­ზე გა­დას­ვლას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. თა­ვის მხრივ კი, ყო­ვე­ლი­ვე ნავ­თო­ბის ახა­ლი რე­სურ­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნას მოჰ­ყვა.
“ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურ­და, რომ შე­ექ­მნა სა­ხელ­მწი­ფო, ისე­თი ქა­ლა­ქე­ბი და და­სახ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და უდაბ­ნოს ბე­დუ­ი­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის­გან. ცხოვ­რე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი სტი­ლი ასო­ცი­რე­ბუ­ლი იყო სი­ღა­რი­ბე­სა და გა­ჭირ­ვე­ბას­თან“, – ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.
ის ამავდრო­უ­ლად დას­ძენს, რომ მი­უ­ხე­და­ვად სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბი­სა, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, ცხოვ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ვერ გან­ვი­თარ­და, არ იყო წყა­ლი, ელექტრო­ე­ნერ­გია, არ არ­სე­ბობ­და არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი და ამის გამო ადა­მი­ა­ნებ­მა სახ­ლე­ბი და­ტო­ვეს.
მი­უ­ხე­და­ვად უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კვლე­ვი­სა, უამ­რა­ვი კი­თხვა პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი რჩე­ბა – მათ შო­რის, რა­ტომ არის კარი და ფან­ჯრე­ბი ღია, რა­ტომ არ აქვს ზო­გი­ერთ სახ­ლს ისი­ნი სა­ერ­თოდ, იყო თუ არა ყო­ველ­თვის უდაბ­ნო ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თუ სხვა კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი არ­სე­ბობ­და და რას უკავ­შირ­დე­ბა ხალ­ხში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი პა­რა­ნორ­მა­ლურ მოვ­ლე­ნებ­ზე? ამ კი­თხვებ­ზე მეც­ნი­ე­რე­ბი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მას ცდი­ლო­ბენ, მა­ნამ­დე კი, ალ მა­და­მი მის­ტი­კუ­რი ამ­ბე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ტუ­რის­ტებს სულ უფრო მე­ტად იზი­დავს.

წყარო

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

13 − 1 =

Akismet ანტისპამი