დღეს, ერთი საათის წინ, მოშიმშილე დევნილები მოინახულა ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ. დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებულ დევნილთა მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=azDnOcViGPg[/embedyt] მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, არ დარჩეს კითხვის ნიშნები და უსამართლობის განცდა. ის ამბობს, რომ კომისია ხელახლა გადაამოწმებს დევნილების საცხოვრებელ პირობებს, თუ რაიმე შეცდომაა დაშვებული, ან რაიმე დოკუმენტი არ იქნა წარმოდგენილი და გათვალისწინებული აპლიკაციების შევსებისას. მერაბ ქვარაიას განმარტებით, ქულების გადამოწმების პროცესში თვითონ ჩაერთვება იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მაღალი ნდობით სარგებლობენ საზოგადოებაში .„ინტენსიურად მიმდინარებს სამინისტროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკება. ვფიქრობ, დღის ბოლომდე ჩამოვყალიბდებით, როგორ და რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი’’. -განმარტა ქვარაიამ.
ქვარაიას ყოფნის მომენტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემოს სვანეთის წარმომადგენლები და „პატრიოტთა ალიანსის’’ წევრი.