- მოქალაქე ზურაბ კვარაცხელია თავის ფეისბუქგვერდზე წერს მიუსაფარ ცხოველებზე და მათ პრობლემაზე ქალაქში.
“ერთმა ძალიან მაგარმა გოგომ, ნინომ, ის ლამაზი თეთრი ძაღლი იპოვა რუხის საავადმყოფოსთან, მაშინ არც თეთრი გახლდათ და არც ლამაზი, თითქმის სიკვდილის პირას იყო. წამოიყვანა სახლში, წამლები მიაყარა, მოუარა, სოსკით აჭმევდა, ბასტი დაარქვა. ბასტიც გაიზარდა და თავს ბედნიერად გრძნობს. ახლა, ეს წითური აუტანელი გამოჩნდა, უსახელოა, თავისით მოვიდა. ნინოს მამამ, სახლში უპატრონო ძაღლების თავშესაფარი არ მაქვსო, ამაზე მერიამ უნდა იზრუნოს, ჩვენ ერთიც გვეყოფა, მეტი ძაღლი არ ვნახო აქ მოყვანილიო. ვერ დაძრახავ, მართალს იძახის.თუმცა, ცხადია, ნინო თავის პიროვნულ თვისებებს ვერ უღალატებდა, აქით ოჯახის წევრებიც გაითვალისწინა და გამოსავალი იპოვა. სახლი დაუდგა თავის ჭიშკართან, გადახურა, საჭმელს და სითბოს არ აკლებს, პედიგრს უკვე 2 ძაღლისთვის ყიდულობს, რაც დამატებით თანხებს მოითხოვს. ახლა ისიც ბედნიერია. ნუ, დამერწმუნებით, სახეზე უკმაყოფილება ნამდვილად არ ეტყობა. ხოდა, რას მოვაყოლე, ზუსტად 9 წელია, ქალაქს ჰპირდებიან უპატრონო ძაღლების თავშესაფარს, გვატყუებენ უტიფრად, ქალაქში ღამე სიარული საშიში გახდა, არაერთ მოქალაქეს უკბინა მშიერმა უპატრონო ძაღლმა. ამას ხედავენ, ესმით ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ ყურს არ იბერტყავენ, შეძვრენილები არიან კაბინეტებში და ზიზღის ენით პოსტავენ ფეისბუკეზე. ნინოს მიბაძეთ თქვე მატყუარებო, ზრუნვის და სიკეთის კეთების სურვილი ნუ დაკარგეთ. ნუ გადაიქეცით არაადამიანებად”.-წერს ზურაბ კვარაცხელია.