მოქალაქე კორცხელის ამბულატორიაზე წერს

  • ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია კი, პირობას დებს

ზუგდიდის მერობის კანდიდატის გეგა შენგელიას ოფიციალურ ფეისგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს 6 ახალი ამბულატორია აშენდება და 7 არსებული ამბულატორიის რეაბილიტაცია მოხდება. ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდიატმა სოფელ კორცხელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც სოფლის ამბულატორიაში არსებულ პრობლემას გაეცნო”… “წარმოადგენს ამბულატორიების საკითხები და სწორედ ამიტომ ჩვენ 2019 წელს ავაშენებთ ექვს ამბულატორიას, არსებული შვიდი ამბულატორია კი რეაბილიტირდება. ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით სოფელ კორცხელის ამბულატორიაში, სადაც მედ-პერსონალს, მართლაც მძიმე პირობებში უწევს მუშაობა, თუმცა, მე პირობას ვდებ, რომ მომავალ წელს სოფელ კორცხელს ექნება ახალი ამბულატორია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს სრულფასოვანი მომსახურება“. – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მანამდე კი, 14 აპრილს, ეს ინფორმაცია ერთ–ერთმა მოქალაქემ, კორცხელელმა დარეჯან ლაშხიამ დადო საკუთარ ფეისგვერდზე: “ეს გახლავთ კორცხელის საექიმო ამბულატორია. იგი ემსახურება 3 სოფელს. სოფელში არ არსებობს ოჯახი, სადაც მერი ექიმი არ არის ნამყოფი. მისთვის არა აქვს მნიშვნელობა ამინდსა და ტრანსპორტს, გაიგებს რომ სოფელში ვინმე ავადმყოფობს და, სანამ მის წასაყვანად მოვლენ ის უკვე გზაშია. მერი ექიმი გახლავთ ბევრი სხვადასხვა ჯილდოებითა და ორდენები დაჯილდოებული და დაფასებული ექიმი, რომლის თეთრ ხალათს თვით მზის ჩრდილიც კი არ დასდგომია. ამბულატორიაში არის ექიმლაბორანტი ემა ანთია, თავისი საქმის ბრწყინვალედ მცოდნე ახალგაზრდა ქალბატონი. ასევე არის ორი მედიცინის და ქალბატონები ლეილა ლაშხია და ჟანა რაფავა, რომლებიც მუდამ მზად არიან დახმარებისთვის.
ეხლა მიუბრუნდეთ ავარიულ შენობას, სადაც კედლები დაბზარულია და აწვიმს. მერი ექიმმა ამის თაობაზე ვის არ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, აქ ამ ამბულატორიაში ანალიზი და მკურნალობა არის უმაღლეს დონეზე, თანაც უფასოდ. და თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი მობრძანდით, მაგრამ ერთი პირობით, ჩანთით ორი ღერი შეშა და ქოლგა გამოაყოლეთ ხელს. იმიტომ რომ აქ ქალბატონებს შეშა ტომრით დააქვთ სახლიდან. თქვენ წარმოიდგინეთ მერი ექიმი, რომელიც ცხოვრობს ს.რუხში, სანამ აქ მოვიდოდეს ტომრით ხელში, ორ ტრანსპორტს იცვლის და მიუხედავად თავისი სოლიდური ასაკისა, ის ამას დღემდე აგრძელებს. ეს მაშინ ხდება, როცა კორცხელის ე.წ ცენტრის უდიდესი ტერიტორია მოფენილია რცხილისა თუ ცაცხვის მოჭრილი მორებით. საინტერესოა რატომ ლპება? ვისთვისაა განკუთვნილი? ან რატომ არ მიაქვთ! ნუთუ არ დაადგება საშველი ყოველივე ამას? რა გახდა ერთი საექიმო ამბულატორიის შეკეთება – რემონტი, მაშინ როდესაც საარჩევნოდ მილიონობით ლარი იხარჯება”.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …