28 ივლისი C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონმა“ მოქალაქეებს C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევები ჩაუტარა.
ასოციაცია „ქსენონის“ სოციალურმა მუშაკმა ცირა თორდიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ქსენონმა“კვირეულის ფარგლებში გამართა, რამდენიმე უფასო ტესტირების აქცია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=gqchkn3Lsgg[/embedyt]