“მოქალაქედ ყოფნა დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა”-ჭავჭავაძის ცენტრის მასტერკლასები ზუგდიდში


  • ჭავჭავაძის ცენტრმა პროექტის “საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ ” ფარგლებში, მასტერკლასები გამართა ზუგდიდში.

„თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეცვალოს არსებული რეალობა და ეს დაკავშირებულია საღ აზრთან და სამოქალაქო კულტურის განვითარებასთან. მოქალაქედ ყოფნა დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა და ამ შეხვედრის მიზანი სამოქალაქო შეგნების განმტკიცებაცაა.“-ამბობს ზაზა ბიბილაშვილი  ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის დამფუძნებელი, ზუგდიდში, სამოქალაქო ჩართულობის ინოვაციური პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ მასტერკლასების მონაწილეებთან შეხვედრისას. იგივე აზრს ავითარებს ცენტრის დირექტორი ნინო კალანდაძე, რომელიც დამატებით საუბრობს იმაზეც, თუ როგორ შეიქმნა ჭავჭავაძის ცენტრი და რა მიზნები აქვს მას.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები: იურისტები, მასწავლებლები, სამოქალაქო აქტივისტები და საჯარო მოხელეები, ეკონომისტები, ჟურნალისტები და ფერმერები,  საზოგადოებისთვის ცნობილ ექსპერტებს შეხვდნენ, აქტუალური თემების გარშემო დისკუსიები გამართეს და დებატების წარმართვის და საჯარო გამოსვლების სიმულაციაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს თანამედროვე საგარეო პოლიტიკის გამოწვევები, აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ესაუბრა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, პროფესორი კორნელი კაკაჩია.

ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარის, მედიაფსიქოლოგის მარიამ გერსამიას სესიამ, სადაც საუბარი  იყო იმაზე, თუ რა უნდა ვიცოდეთ არაცნობიერზე და სხეულის ენაზე, რომ უკეთ მოვემზადოთ დებატებისთვის, როგორ და რატომ იმახსოვრებს აუდიტორია კონკრეტულ მესიჯებს, რომელიც იმიტირებული დებატების წინ გაიმართა, შეხვედრის მონაწილეების განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია.

დებატების პრაქტიკულ ვორკშოფზე, რამდენიმე ჯგუფად დაყოფილმა  შეხვედრის მონაწილეებმა იმიტირებული დებატები ქვეყნისთვის პრობლემურ თემებზე წარმართეს.

სამოქალაქო ჩართულობის პროექტი „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ხორციელდება ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში.

პროექტი კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით ხორციელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!