- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დირექტორად დავით შამათავა დაინიშნა.
ინფორმაცია “ზუგდიდელებს” ზუგდიდის მერიაში დაუდასტურეს.
ადრე, დავით შამათავა ზუგდიდის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილებაში მუშაობდა.
ინფორმაციისთვის, დავით შამათავას დანიშვნამდმე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეს ხელმძღვანელობდა ნინელი ჭითანავა, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა.