2014 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში და ეროვნულ დონეზე ინფორმატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლების დაჯოლდოების ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებულებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გადასცეს.
ინგლისური ენის ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი ქალაქ ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის კურსდამთავრებულმა ნათია შამუგიამ დაიკავა. ცერემონიალზე, ასევე დაჯილდოვდნენ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის № 1 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ჯალაღონია (საპრიზო ადგილი ფრანგულ ენაში), ქალაქ ზუგდიდის №8 საჯარო სკოლის მოსწავლე კესო შონია (საპრიზო ადგილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუსანა თოლორაია (საპრიზო ადგილი გერმანულ ენაში).
ქალაქ ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის პედაგოგებს რუსუდან ცაავასა და მედეა ჭაჭუას ნაყოფიერი მუშაობისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
რაც შეეხება რეინტინგული სიების მიხედვით გამოვლენილ სკოლას, მადლობის სიგელი გადაეცა ქალაქ ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგულ კოლეჯს (I ადგილი ფრანგულ ენაში და II ადგილი ინგლისურ ენაში).