მორიგი შეხვედრა დევნილებთან


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები: შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი ჩხოროწყუში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.  მათთან ერთად იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ჩხოროწყუს გამგებელი დავით გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა. მათ გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროში მოქმედ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს დევნილებს.

მინისტრის მოადგილეებმა ისაუბრეს სოფლად სახლის, მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის, იპოთეკური სესხის დაფარვისა და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტებზე.  სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, ჩხოროწყუში სამინისტრომ 4 დევნილი ოჯახისათვის კერძო სახლი უკვე შეისყიდა.  შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი ადგილზე გაეცნენ დევნილთა საცხოვრებელ პიროებებს, მოისმინეს მათი პრობლემები და საჭიროებები.

მინისტრის მოადგილეებმა ასევე მოინახულეს დევნილთა უფასო გამოკლვევების პროცესი, რომელიც სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკების „გორმედისა“ და „სენამედის“  ექიმებმა ჩაატარეს. გამოკვლევები ჩხოროწყუს რაიონულ საავადმყოფოში ჩატარდა. დევნილებს მოემსახურნენ:  ტრამვატოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი,  ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, პედიატრი და გინეკოლოგი.  მაღალტექნოლოგიური კვლევების საჭიროებისას კლინიკებმა უზრუნველყვეს პაციენტების ტრანსპორტირება კლინიკაში და დიაგნოსტიკა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.