მორიგი შემწეობა მუნიციპალიტეტისაგან


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ და გამგეობის თანამშრომლებმა დღეს, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ ხორავების სოციალურად დაუცველ 5 სულიან ოჯახს სურსათი და ტანსაცმელი მიუტანეს.ხორავების ოჯახში 3 მცირეწლოვანი ბავშვია შემოწირულობა მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებმა გაიღეს.
ხორავების ოჯახში 3 მცირეწლოვანი ბავშვია. მძიმე სოციალური პირობების გამო ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან
 სკოლაში არ უვლიათ. გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ ოჯახის უფროსს დასაქმებაზე შუამდგომლობა ჯვარი–ხორგას დამაკავშირებელი ახალი ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტში გაუწია. გიზო სართანიას განცხადებით გამგეობა სოციალურად დაუცველ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში გათბობის პრობლემასაც მოუგვარებს.
მიუხედავად იმისა რომ მუნიციპალიტეტის გამგეობის სამოქმედო არეალია მხოლოდ რაიონი, მუნიციპალიტეტის გამგეობა და გამგეობის თანამშრომლები საქველმოქმედო ღონისძიებებს ქალაქის მასშტაბითაც გააგრძელებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.