დღეს, სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს მონადირეებმა, რომლებიც კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადამფრენ ფრინველებზე, სეზონის დასრულებამდე, ნადირობის ლიცენზიის უფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია შეხვდა და დახმარება აღუქვა.
„ეს თემა ჩვენთვის არ არის უცხო, ჩართულები ვიყავით ამ პრობლემის მოგვარებაში. არ უნდა აუკრძალო კაცს რაც კანონით არის დაშვებული. უბრალოდ, იქ რაღაც პრობლემები იყო გადამფრენ ფრინველებთან დაკავშირებით. ხვალ გვაქვს მონადირეებთან შეხვედრა და ვისაუბრებთ პრობლემის მოგვარებაზე’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=EzeSPvywHcw[/embedyt]
მონადირეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციებს გამართავენ და გზების გადაკეტვით იმუქრებიან.
„გვაჯარიმებენ და არ გვიშვებენ იმ ადგილზე, სადაც იხვი ბინადრობს, მოსახლეობაში ხომ არ ვინადირებთ, მოგვცენ ნადირობის საშუალება. ხვალ გუბერანატორის მოადგილეს უნდა შეხვდეთ და რამე უნდა გადავწყვიტოთ’’-აღნიშნა ერთ-ერთმა მონადირემ, აქციის მონაწილემ თენგიზ სიჭინავამ[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=fw-HvFIbFzA[/embedyt]
„ჯარიმა 700ლარია, რეინჯერები თოფებს გვართმევენ. არ შეიძლება ასეთი ქმედება. ჩვენ ბევრნი ვართ და გზებს გადავკეტავთ. დაველოდებით ხვალინდელ დღეს, ამბობენ-რეინჯერებთან გვექნება მოლაპარაკება’’- გვითხრა გოგიტა დარსანიამ. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=gxhHVR15K68[/embedyt]