მომღერალი თეონა მოსია საქართველოში ტურისტებისთვის კონცერტს გამართავს

  • ცნობილი, ზუგდიდელი ჯაზის მომღერალი თეონა მოსია, რომელიც ავსტრიაში, ვენაში ცხოვრობს და მოღვაწეობს საქართველოში კონცერტს გამართვას.

მომღერალი მშობლიურ ქვეყანას 8 აგვისტოს ეწვევა. “ამჟამად განსაკუთრებული ემოციებით ჩავდივარ საქართველოში. ეს არ არის კონცერტი მხოლოდ ჩემი მუსიკის მსმენელისთვის. ამ კონცერტებით მინდა წვლილი შევიტანო ტურიზმის განვითარებაში. იდეას “ჯაზი ტურისტებისთვის” ფრთები შეასხა საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში მარიამ თაყნიაშვილმა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მას”.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, მომღერალი ზუგდიდში ჩაატაროს კონცერტი, თეონა მოსია ასე გვპასუხობს,”მიფიქრია, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ იდეით არავინ დაინტერესებულა.”

“ზუგდიდელები” საკითხთან დაკავშირებით, შეეხმიანა საქართველოს ახალგაზრდა ელჩს ავსტრიის რესპუბლიკაში მარიამ თაყნიაშვილს: “საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უარყოფითად აისახა საქართველოს ტურიზმის განვითარებაზე. გაჩნდა კარგი იდეა და დაიწყო კამპანია “გაატარე ზაფხული საქართველოში”, რამაც გვიბიძგა, რომ ჩვენც ჩვენი წვლილი შეგვეტანა ტურიზმის განვითარებაში. “ჯაზი ტურისტებისთვის” – ამ არაჩვეულებრივი იდეის ავტორია თეონა მოსია. კონცერტის მხარდამჭერები არიან: “მეიდან ჯგუფი” და კაჭრეთის “ამბასადორი”. კონცერტი იგეგმება 9 აგვისტოს საღამოს 7 საათზე, თბილისში სიონის ქუჩაზე თამადის მონუმენტთან. ხოლო 10 აგვისტოს 6 საათზე კაჭრეთის ამბასადორში. მონაწილეობენ თეონა მოსია და პიანისტი ნიკოლა სტრანოსევიჩი. .”-გვითხრა თაყნიაშვილმა.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.