„მომავლის თაობისა“ და „ათინათის“ აქცია


სამოქალაქო განათლების სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და პროგრამა „მომავლის თაობის“ პარტნიორი ორგანიზაცია ასოციაცია „ათინათი“ თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გაერთიანდნენ. „ სამეგრელოს რეგიონის პედაგოგები, კლუბის მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად შეეუერთდნენ აქციას, რომელიც გულისხმოს თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას. აქციის ფარგლებში შეგროვდა თანხა, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც შემოგვიერთდა. პედაგოგთა ფორუმის სახელით გარდაცვლილთა ოჯახებს მინდა მიუსამძიმრო, ეს არის ერის დიდი ტკივილი, მოუშუშებელი იარა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები“-აცხადებს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური კოორდინატორი მაგდალინა თოდუა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.