- ბათუმში ჩატარდა საქართველოს ხელოვანთა კავშირის ფესტივალის-“მომავლის ვარსკვლავების” უკვე ტრადიციულად ქცეული პროექტი, “ფესტივალიდან-ფესტივალამდე”.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ინფორმაციით, ყოველწლიურად აღნიშნულ კვირეულში მონაწილეობს მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით.
“ჩვენი სამუსიკო სკოლების პატარა შემსრულებლები შთამბეჭდავად ჩაერთვნენ ზემოთაღნიშნულ პროექტში. საგუნდო-სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა დარე ცინდელიანმა და იან ჩემგნუომ ( პედაგოგი- ელისო ცანავა), N 2 სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გიორგი აბურჯანიამ (პედაგოგი-ნანა ჭეჟია).
ღირსეულად გაართვეს თავი სიმფონიურ ორკესტრთან დაკვრის გარკვეულ სირთულეებს და მუსიკის სფეროს წარმომადგენლების მოწონება დაიმსახურეს. ხოლო N 1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეები სანდრო თაკალანძე და ნუგზარ ჯოლოგუა ჩვეული პროფესიონალური შემართებითა და შესრულების მაღალი ხარისხით კიდევ ერთხელ წარსდგნენ მსმენელის წინაშე ინდივიდუალური საშემსრულებლო პროგრამით.
ვულოცავთ, ჩვენს პატარა მუსიკოსებს, პედაგოგებს და მშობლებს ამ დიდ წარმატებას. გულითად მადლობას მოვახსენებთ ფესტივალის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის, ასევე ორკესტრის ყველა წევრს, სახელოვნებო სკოლების პედაგოგებს დაუღალავი შრომისთვის.”-აღნიშნულია სახელოვნებო სკოლების მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.