დღეს, ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის შიდა მოვაჭრეებმა, ბაზრის ადმისტრაციასთან ერთად, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ ბაზრის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას.აქციის მონაწილეებმა გზაც გადაკეტეს, თუმცა მცირე ხნით. მოვაჭრეები ამბობენ, აქციებს გააგრძელებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.