მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, აცრა განსხვავებული ვაქცინით ჩაიტარონ


  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, აცრა განსხვავებული ვაქცინით ჩაიტარონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც მოგზაურობა სხვადასხვა მიზნით ხშირად უწევთ, ევროკავშირის ან აშშ-ში ავტორიზებული ვაქცინის გაკეთებას შეძლებენ.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, განსხვავებული ვაქცინით აცრა მეორე ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგაა დასაშვები. ამისთვის პირებმა ამცრელ დაწესებულებებს უნდა მიმართონ და თან იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის მიხედვითაც ვაქცინაციის დაგეგმვა მოხდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!