მკვლელობა გაიხსნა


შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1967 წელს დაბადებული დემნა კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით  სოფელ კახათში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ   17 ნოემბერს დემნა კ-მ სოფელ კახათში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ მამას – 1939 წელს დაბადებულ ჯამბულ კ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ჯამბულ კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.