მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება


  • საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, ბათუმში იმყოფება.

“ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც ბანძ სატელიტებს, თუ ნაციონალური მოძრაობა არ მოგწონთ, მიეცით შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილყო ჩემი ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. დღეს ვაქცინაც გვექნებოდა, არც კოვიდი დაგვემართებოდა და არ დაიხოცებოდა ამდენი ხალხი. ისე მენატრებოდა აქაურობა. დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება და საბოლოოდ ეს აღსრულდება, როდესაც საქართველო დადგება ფეხზე“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!