მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას სამეგრელოდანაც უერთდებიან

  • საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ზუგდიდიდანაც უერთდებიან. მხარდამჭერები დილით, სამარშუტო ტაქსებითა და მსუბუქი ავტომობილებით დაიძრნენ.

ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აქციაზე მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ზუგდიდიდან და სამეგრელოდან ამდენი არსოდეს ყოფილა.

დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება. აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.