მინისტრი: “ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე მესამე და მეოთხე კატეგორიის ნგრევადი ყველა შენობა დაიხურება”


  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერა. ის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

დევნილებთან შეხვედრაზე მყოფმა მინისტრმა განაცხადა: “ჩვენ ახლა ვიმყოფებით ადგილას, სადაც 1000-მდე დევნილი ოჯახი ახალ ცხოვრებას დაიწყებს. მასშტაბურმა მშენებლობამ შესაძლებლობა მოგვცა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიგვეღო – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე – მესამე და მეოთხე კატეგორიის ნგრევადი ყველა შენობა დაიხურება და პირველად, მრავალწლიანი დევნილობის შემდეგ, გაუსაძლის პირობებში არც ერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებს”-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.