“მეტრო ჯორჯიას” ავტობუსის პირველი რეისი ზუგდიდიდან უკვე გავიდა


“მეტრო ჯორჯიას” ავტობუსი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით გაემგზავრა. დაანონსებულია დღესვე ამ კომპანიის მეორე ავტობუსის მორიგი რეისის შესრულება 15:00-სთ-ზე. ავტოსადგურის მოპირდაპირე ტერიტორიაზე, ჯერ-ჯერობით, რჩებიან გაფიცული მძღოლები.

ზუგდიდელმა მძღოლებმა დილიდან გააგრძელეს მარტში შეწყვეტილი პროტესტი “მეტრო ჯორჯიას” წინააღმდეგ, რომელმაც წინასწარ დაანონსა რეისი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით.

აქციაზე დააკავეს აქციის მონაწილე 5 ზუგდიდელი მძღოლი. ერთ-ერთი მძღოლი ბესო თაქთაქიშვილი დააკავეს დილით, პროტესტის მომენტში, როცა ის ასფალტზე გაწვა.”მეტრო ჯორჯიას” კომერციულმა დირექტორმა დავით დიდიშვილმა გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებისათვის და აღნიშნა: “ადგილობრივ მძღოლებს აქვთ უფლება გამოხატონ პროტესტი და თავიანთი პოზიცია, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება განვახორციელოთ ის დაანონსებული სერვისი, რომელსაც მოსახლეობას ვსთავაზობდით. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა “მეტრო ჯორჯიას” ავტობუსი, დღეს 12 საათზე შეასრულებს რეისს თბილისის მიმართულებით.”

ზუგდიდელი მძღოლების აქციაზე ამ დილით იმყოფებოდა ქალაქის საკრებულოს წევრი ანა წითლიძე, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ზუგდიდში ლევან პაპავა და საიას წარმომადგენელი ზუგდიდში.

 

 

.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!