მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ პრესკონფერენცია გამართა


„ხელისუფლება აგრძელებს ბრძოლას ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ ჩვეული მეთოდებით. წუხელ დაფიქსირდა ძალიან ვანდალური ფაქტი. ჩამოხეულია პარტიის ოფისის ბანერი. აბსოლუტურად ყველა პლაკატი განადაგურებულია ქალაქში და ეს არ არის პირველი შემთხვევა, 

უბრალოდ ჩვენ მანამდე ამ შემთხვევას ყურადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ წუხანდელი ფაქტი კარგად დაგეგმილი სპეცოპერაციაა.“ -განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ დღევანდელ პრესკოფერენციაზე. მერობის კანდიდატის ინფორმაციით, პლაკატების ჩამოხევაში მონაწილეობდა რვაკაციანი ჯგუფი, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისიდან გამოვიდა. ლელა ქებურია ეჭვობს, რომ იგივე ჯგუფის ნამოქმედარია პარტიის ოფისის ბანერის ჩამოხევა. მერობის კანდიდატი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და დროული რეაგირებისკენ. „ერთხელ მაინც დააყენონ თავიანთი პროფესიონალური ვალდებულება დირექტივებზე მაღლა და ერთხელ მაინც დადგეს პრეცენდენტი იმისა, რომ მსგავსი ძალადობა არ დარჩება დაუსჯელი და ყველა ღონეს იხმარენ იმისათვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს სტანდარტი იმისა, რომ ძალადობა არ შეიძლება დარჩეს დაუსჯელი.“  ლელა ქებურიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დილით, პარტიის ოფისში, იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, რომლებიც თავიანთ საქმეს ენთუზიაზმით უდგებიან, მაგრამ შედეგი არცერთხელ არ დამდგარა.“ევროპული საქართველოს“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ბათლომე შელიას აზრით, აღნიშნული ფაქტი ნულოვანი პოლიტიკური ინტელექტის მქონე ხელისუფლების ჩადენილია. მისი ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ მოუვიდა გამოკითხვების შედეგები და „აგონიაში“ იმყოფებიან. „მათ ვერ ისწავლეს მაგალითები უახლოეს ისტორიაში რაც ხდებოდა, მათ ვერ ისწავლეს, ასეთი ქმედება იწვევს ათმაგად უკუქმედებას და პრაქტიკულად გაკოტრებული ხელისუფლება გადმოვიდა ჩვენი პლაკატების დახევაზე. ეს არის აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლების ქმედება, რომელიც განწირულია დამარცხებისთვის“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=fhVhPlwiDpo[/embedyt]

თავის მხრივ, ” ქართული ოცნება” დემოკრატიული საქართველოს შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე მაიზერ ნანავა აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ “შტაბს არ გაუცია არანაირი ბრძანება, რომ პლაკატები ჩამოეხიათ. ჩვენი პლაკატებიც ჩამოხეულია, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით ვისი ჩამოხეული იყო და რეაგირების გარეშე დავტოვეთ”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!