მერობის კანდიდატები და მედია

  • “ზუგდიდელებმა” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს სთხოვა, დეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია, თუ რამდენად მიუკერძოებელი იყო წინასაარჩევნო პერიოდში მედია.

შავლეგი თოდუა,–დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი–#8: “მედია არ არსებობს, ეს არის პოლიტიკური პარტიის ნაწილი, კონკრეტულად “რუსთავი2” არის “ნაციონალების”, “იმედი” კიდევ “ოცნების.”

გიორგი შენგელია,– „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-#41: “მედიის მიკერძოებულობა იყო. ცალკეული ფაქტების არასწორი მიდგომები, გავრცელების. თუმცა საბოლოო ჯამში სურათი გაშუქდა ზოგიერთ შემთხვევაში არაობიექტურად, მაგრამ  ძირითადად, ტელევიზიით ცდილობდნენ ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებიათ ხალხისთვის”.

დომენტი სიჭინავა,– მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი,-#42 “მე მედიას ვერაფერს ვერ დავაბრალებდი, თვითონ სიტუაცია შეიქმნა ზუგდიდში, თითქოს, ორ პოლუსადაა გაყოფილი ქალაქი და ხუთი და ორმოცდაერთი ნომრის გარდა არაფერი არსებობს. 16 მერობის კანდიდატია, სამი დამოუკიდებელი. ისე საუბრობენ და ისეთ გარემოში ჰყავთ მოსახლოება თითქოს ჩვენ საერთოდ არ ვარსებობთ. გამოკითხვები მიდის მხოლოდ სანდრა რულოვსსა და გიორგი შენგელიაზე. არ ვიცი ეს რამდენად სწორია.”

თენგიზ ჯგუშია,– მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი,-43 “თქვენზე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მიუკერძოებელი იყავით. არ მქონია არანაირი პრობლემა ზუგდიდის და ადგილობრივ საინფორმაციო პორტალებთან მიმართებში. როცა ხედავენ მხოლოდ „ოცნების“ რეკლამებს, ეს მაინც  ასოცირებს ამომრჩევლის განწყობაზე იქითკენ, რომ ადგილობრივი პორტალები, მეტწილად, ემსახურებიან მმართველი ძალის მიდგომებს. საერთოდ, მედიას რაც შეეხება, ბუნებრივია, ჩემთვის რთული იყო ცენტრალურ არხებზე გასვლა იმიტომ, რომ “რუსთავი2″–ს თავისი სარედაქციო პოლიტიკა აქვს. ცალსახად გამოკვეთილი საარჩევნო პოლიტიკა. “იმედზე” საერთოდ ზედმეტია საუბარი. გუშინ, პირველად მქონდა შესაძლებლობა 12 საათიან ეთერში ჩავრთულიყავი პალიტრანიუსთან და მადლობა მას.

დავით თორდია,– მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი,-#44 “ყველა მიკერძოებულია. ოპოზიცია ამბობს, ივანიშვილის არისო ტელევიზია, ივანიშვილის, რომ იყოს მაშინ…  არ არის ივანიშვილის. აქ ძირითადში რაც დატოვა სააკაშვილმა, ის ტელევიზიებია, ის ჟურბნალისტებია და იმ პოლოტიკით მუშაობს ყველა.”

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …