- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის საკითხების შემსწავლელი კომისია, მიმდინარე წელს პირველ სხდომაზე შეიკრიბა და 330 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა.
“მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპლიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებს შეეძლებათ ისარგებლონ შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსებით:
ძვირადღირებული გამოკვლევები:
ა) კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
ბ) კორონაროგრაფია
გ) გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე და მასზე საეჭვო პირებისთვის მაგნიტურ-
რეზონანსული კვლევის დაფინანსება სრულად, წელიწადში ერთხელ;
დ) PET/კტ კვლევის თანადაფინანსება
სტაციონარული სამედიცინო მომსახურება:
ა) ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება
ძვირადღირებული მედიკამენტების თანადაფინანსება, რომელთა ერთეულის ღირებულება 50 (ორმოცდაათი) ლარი და მეტია.
0-18 წლამდე ასაკის ბავშვების აბილიტაცია/რეაბილიტაცია:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ბოლო 1 წლის
რეგისტრაცია) აუტიზმის სპექტრის (F84.0; F84.9) დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის
პროგრამა 150 ბავშვისთვის.
ბ) სხვადასხვა სახის ინტელექტუალური შესაძლებლობის შეზღუდვისა ან/და ქცევითი
აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო მკურნალობის
დაფინანსება/თანადაფინანსება
მოსარგებლეები დიაგნოზით:
გ) დაუნის სინდრომი;
დ) ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80.0 ; G 80.1; G-80.2 ; G-80.3; G- 80.4; G 80.8 ; G -80.9 );
ე) სხვა პარალიზური სინდრომები (G-81.9; G-82.0 ; G-83.2);
ვ) განვითარების ეტაპების დაყოვნება (R-62.0);
18 წლის და მეტი ასაკის შშმ (მკვეთრად გამოხატული) პირების სარეაბილიტაციო
მკურნალობის თანადაფინანსება.
იშვიათი დაავადებების (ცელიაკია, ფენილკეტონურია და მუკოვისციდოზი (ცისტური
ფიბროზი ნაწლავური გამოვლინებებით) მქონე 0-18 წლამდე და 18 წელს გადაცილებული შშმ პირების სპეციალიზირებული საკვების შესაძენი თანხით უზრუნველყოფა:
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის ქვეპროგრამა:
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენა 25- 70 წლის ასაკის მაღალი რისკის მქონე
ქალებისთვის;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციფიკური მოვლის საშუალებების
(ექსკრემენტის მიმღები კონტეინერი) დაფინანსება მაქსიმალური ლიმიტი 200 (ორასი) ლარი
წელიწადში ერთხელ;
ბინაზე მყოფი პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე პირების სამედიცინო ერთჯერადი
სახარჯი მასალის, მოვლის საშუალებებისა და სხვა თანხით უზრუნველყოფა –
ყოველთვიურად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარი;
კოხლეარული იმპლანტის მქონე ან მაღალი ხარისხის (III-IV) სმენადაქვეითებული
ნაოპერაციევი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვების სასმენი აპარატის/პროცესორის ღირებულების
თანადაფინანსება
0–18 წლამდე კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბავშვებისთვის, იმპლანტის
დამხმარე საშუალებების შესაძენი თანხით უზრუნველყოფა
ძვირადღირებული თერაპიის (ქიმიო, სხივური, რადიო, ტარგენტული ან სხვა) საჭიროების
მქონე/მიმდინარე წელს ჩატარებული ონკოლოგიური ავადმყოფების ფინანსური მხარდაჭერის ქვეპროგრამა.
2025 წელს ძვირადღირებული კვლევების თანადაფინანსების ქვეპროგრამის მიმღებად განისაზღვრა მრავალშვილიანი ოჯახებიც. კერძოდ: მშობლები, რომლებთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.