ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, კანონმდებლობის შესაბამისად, დღეს, საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა. შეხვედრის დაწყებამდე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
დევნილი მოქალაქე თეონა ქარდავა დაუპირისპირდა მერის მოვალეობის შემსრულებელს. თეონა ქარდავასთან ერთად იმყოფებოდა რამდენიმე იძულებით გადაადგილებული პირი. მათ განაცხადეს, რომ ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში, ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში და ეს ყველაფერი ხელისუფლების ბრალია. მათ პროტესტის ნიშნად გადასახური პარკები მოიტანეს. თეონა ქარდავამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მაიზერ ნანავამ მოიტანა მათ დასახლებაში პოლიეთილენის პარკები. “ჩვენ ვართ სახურავის გარეშე, უბინაოდ დარჩენილები”.
თეონა ქარდავას ბრალდებებს უპასუხა მაიზერ ნანავამ. მისი თქმით, ამ ადამიანების უკან გარკვეული პოლიტიკური ძალები დგანან და მოაწყვეს პროვოკაცია. “მას უნდოდა დღეს ჩაეშალა მერის ანგარიში, მაგრამ არ გამოუვიდა”.
ინციდენტის შემდეგ, მაიზერ ნანავამ ისაუბრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე. მისი განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განხორციელებული პროექტებით ერთ-ერთი წარმატებული მერიაა. მერია ახორციელებს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ, სოციალურ, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამებსა და პროექტებს. მაიზერ ნანავამ ჟურნალიესტებთან აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძალიან ბვერი პროექტი განხორციელდა, რითაც ამაყობს მუნიციპალიტეტი. ” ყველაზე ღირებული ინფრასტრუქტურული პროექტებია, მაგრამ უფასო მგზავრობა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია. არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს უფასო მგზავრობა სტუდენტებისთვის და პროფესორ- მასწავლებლებისთვის. სოციალური სახლების მშენელბლობა, ბოტანიკური ბაღი და სხვა.”
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.